Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

One-year study program for students of Tbilisi State University offered by Free University of Berlin

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანამშრომლობით ხორციელდება ერთწლიანი სასწავლო პროგრამა - გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება (DESK), რომელიც შექმნილია გერმანიასა და საქართველოს შორის აკადემიური და პირადი გაცვლის ხელშეწყობისთვის სოციალურ მეცნიერებათა კონტექსტში.

 

სასწავლო პროგრამის შინაარსი: პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებებზე გერმანული და ევროპული მიმართულებით, ეს შედგება ორი ნაწილისგან:

 

  1. სემინარები და ტუტორიუმები სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ორიენტირებული გერმანიაზე), რომლებიც ჩატარდება გერმანული და ქართული უნივერსიტეტების პროფესორების მიერ;
  2. პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ გერმანიაში ან გერმანულენოვან ქვეყანაში 6 კვირიანი სტაჟირების ფარგლებში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი და დამატებით პრაქტიკული მუშაობის პერიოდი. DESK ყოველწლიურად იწყება შემოდგომის სემესტრში.

 

სწავლების ენა: სწავლება მიმდინარეობს ინგლისურსა და ქართულ ენებზე. ძირითადი ენა არის გერმანული.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა: თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (სასურველია, მეორე და მესამე კურსის სტუდენტები) და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული ინსტიტუტისა და თსუ-ის სერტიფიკატს, საგნებისა და შეფასებების ჩამონათვალთან ერთად.

 

სტიპენდია გერმანიაში ცხოვრებისთვის: გერმანიაში ყოფნა სავალდებულო არ არის, თუმცა პროგრამის სტიპენდიატებისთვის განსაზღვრულია ფინანსური მხარდაჭერა. სტიპენდია გაიცემა აკადემიურ მოსწრებაზე დაყრდნობით - საუკეთესო საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულს საშუალება ექნება ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლოს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:

 

  • მონაწილე უნდა ირიცხებოდეს თსუ-ის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურზე;
  • გერმანული და ინგლისური ენების კარგად ფლობა (75-100%);
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (75-100%);
  • მაღალი მოტივაცია;
  • მუშაობის, საქმის შესრულების მზაობა.

 

შერჩევის პროცესი: წერილობითი განაცხადისა და თსუ-ში ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თსუ-ის გაერთიანებული კომისია შეარჩევს არაუმეტეს 30 სტუდენტს შესაბამისი სასწავლო წლისთვის.

 

განაცხადის წარდგენის პროცესი: დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადი შეუძლიათ წარმოადგინონ 2023 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრება მოსალოდნელია, რომ ჩატარდება ონლაინ, განაცხადის პროცესის დასრულების შემდეგ. წარსადგენი დოკუმენტები:

 

  • CV გერმანულ ენაზე (1-2 გვერდი);
  • სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე (1-2 გვერდი);
  • გერმანულისა და ინგლისური ენების ცოდნის დამადასტურებელი ცნობა;
  • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
  • პასპორტის ფოტო.

 

ხელმოწერილი დოკუმენტები დასკანერებულ ფორმატში შესაბამის ვადაში უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: desk@oei.fu-berlin.de

 

გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: 

https://ssl2.cms.fu-berlin.de/oei/internationales/TSU/Bewerbung/PM-bewerbung/index.html?fbclid=IwAR2I7rx7uHye_LmowNxDhEy1WB0bWJkexmcDXwRhG0jNMl0-U0KE0lXFDpU

 

დაწ. იხ. oei.fu-berlin.de/internationales/TSU/index.html